სტერლინგი: რთული მატჩი იყო

სტერლინგი: რთული მატჩი იყო მანჩესტერ "სიტის" მოიერიშემ რაჰიმ სტერლინგმა, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩის შედეგები შეაჯამა . შეგახსენებთ, "ლიდს იუნაიტედთან" გამართულ დაპირისპირებაში "ქალაქელები" ფრეს დასჯერდნენ (1:1).

”ტრავმებისა და მოკლე სკამის გამო, მანჩესტერ "სიტიმ" რამდენიმე წარუმატებელი თამაში ჩაატარა. მე ვფიქრობ, ჩვენ კარგი სამუშაო შევასრულეთ იმ შეზღუდული შემადგენლობით, რაც გვქონდა. ჩვენ ფანტასტიურად ვითამაშეთ. სანაკრებო შესვენების შემდეგ კი ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს ისე, როგორც ამას ვგეგმავთ. მზად ვიქნებით სათამაშოდ.

"ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში რთული აღმოჩნდა. მაგრამ არსებული ენერგიის დონე, პირველიდან ბოლო წუთამდე, დიდ შთაბეჭდილბას ახდენდა. მათ შემხვედრი კურსი აირჩიეს. მირჩევნია სწორედ ასეთ გუნდთან ვითამაშო ვიდრე, ისეთ გუნდთან როდესაც თქვენ 11 კაციანი დაცვის გარღვევა გიწევთ."
- ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი რაჰიმ სტერლინგის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.