ჰოლი ჰოლმმა ირენე ალდანა დაამარცხა

ჰოლი ჰოლმმა ირენე ალდანა დაამარცხა MMA-ს ამერიკელმა მებრძოლმა ჰოლი ჰოლმმა მექსიკელი ირენე ალდანა დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება UFC Fight Night ტურნირის მთავარი ბრძოლა იყო, 38 წლის სპორტსმენმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა გამარჯვება.

შეხვედრა აბუ-დაბიში მებრძოლთა კუნძულზე გაიმართა. ბრძოლა გოგონებს შორის მსუბუქ წონაში შედგა (61,7 კილოგრამამდე).

ჰოლი ჰოლმმა მსაჯების გადაწყვეტილებით (50-44, 50-45, 50-45) გაიმარჯვა. 38-წლის ამერიკელმა MMA-ს კარიერის განმავლობაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. ჰოლი ჰოლმს ამ მომენტისთვის 5 მარცხი აქვს ანგარიშზე.

რაც შეეხება ირენე ალდანას, მექსიკელი მებრძოლისთვის ეს მეექვსე მარცხია კარიერაში.

ალდანაც ისეთივე მოძრავია, როგორც მე, ამიტომ გამუდმებით ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი მწვრთნელი მკარნახობდა მოქმედებებს. რომ დავმარცხებულიყავი ეს მწვრთნელის ბრალი არ იქნებოდა, მარცხის მიზეზი ჩემი ცუდი ასპარეზობა იქნებოდა», - განაცხადა ჰოლმმა ბრძოლის შემდეგ.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ