Goal: სულშერი "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

Goal: სულშერი "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა კომენტარი გააკეთა "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო პოლიტიკაზე.

”არ მსურს ვისაუბრო იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც კლუბის დატოვებამდე არ ჰქონდათ წარმატებული კარიერა მანჩესტერ "იუნაიტედში", რადგან არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც მათ აქ ვერ მიაღწიეს წარმატებას. დიახ, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მაქსიმალურად თავდაჯერებულები, როდესაც დიდ ფულს ვდებთ ამა თუ იმ ფეხბურთელში. მოთამაშეთა გაფორმებისას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვინც მოვიწვიეთ, კლუბისათვის შესაფერისი კანდიდატები არიან. ადვილია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების არჩევა, ყველამ იცის მათ შესახებ.

ფეხბურთელის შეძენის პროცესში უნდა დარწმუნდეთ, რომ მასზე ფული ტყუილ უბრალოდ არ იხარჯება. მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც მოთამაშეთა მონიტორინგს აწარმოებს და მათ აყვანას ცდილობს, კარგ საქმეს აკეთებენ. რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დავკარგეთ, რომლებიც სხვა კლუბებში გამოირჩეოდნენ, მაგრამ ვგრძნობდით, რომ სხვა მიმართულებით გვინდოდა სვლა. როდესაც აქ მოვედი ვფიქრობდი, რომ მანჩესტერ "იუნაიტედმა" ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა მისცეს შანსი, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა საკუთარ რიგებში კარგი ფეხბურთელების პოვნა - ამ მიდგომამ გაამართლა”
- განაცხადა სულშერმა გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.