«დორტმუნდი» «ბარსელონას» მცველის შეძენას ეცდება

«დორტმუნდი» «ბარსელონას» მცველის შეძენას ეცდება RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «დორტმუნდის ბორუსია» «კატალონიის ბარსელოას» ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველით, ჟან-კლერ ტოდიბოს, შეძენით ინტერესდება.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული კლუბის მესვეურების ყურადღება დაიმსახურა 20 წლის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელიც 2019/20 წლებსში გელზენკირხერნის „შალკე 04“ ღირსებას იცავდა.

RAC1 იტყობინება, რომ ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენით «ფულჰემიც» ინტერესდება, რომელმაც კატალონიელებს უკვე გაუგზავნეს პირველი სატრანსფერო შეთავაზება, შეთავაზებულმა თანხამ 18 მილიონი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ტოდიბომ 2019/20 წლების სეზონის ნახევარი შალკეში გაატარა, გერმანული კლუბის მაისურით ამ უკანასკნელმა 10გოლის გატანა მოახერხა.

transfermarkt-ის ინფორმაციით ჟან-კლერ ტოდიბოს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 14 მილიონ ევროს შეადგენს. 20 წლის ფრანგ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.