დანა უაითს ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის ორგანიზება სურს

დანა უაითს ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის ორგანიზება სურს Sports Illustrated-თან ინტერვიუში UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის ბრძოლის ორგანიზებას აპირებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსი სპორტსმენი დასტინ გეტჯის დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ ნყრმაგომედოვსა და გეტჯის შორის ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 254 ტურნირზე უნდა შედგეს.

თუ ხაბიბი გეტჯის დაამარცხებს, შემდეგში იხილავთ ფერგიუსონთან ბრძოლას. ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ხაბიბთან ბრძოლა შედგება, რადგან გულშემატკივრებს ამ დაპირისპირების ხილვა სურთ», ამბობს დანა უაითი.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლა რამდენჯერმე უნდა გამართულიყო. უკანასკნელად ბრძოლის ორგანიზებას ამა წლის აპრილისთვის ცდილობდნენ, თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიურმა სიტუაციამ ბრძოლა ჩაშალა.

არცერთი სხვა ბრძოლა არ ჩაშლილა ასე ხშირად, როგორც ეს. ამიტომ ცოტა მეშინია ბრძოლის ხელახლა ორგანიზება. კიდევ რა უნდა მოხდეს? დედამიწას მეტეორი დაეცემა?», - თქვა დანა უაითმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.