ფერდინანდი "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს

ფერდინანდი "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა, ინგლისური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

"ვის პოზიციაზე ვამჯობინებდი ყოფნას სულშერის თუ ლემპარდის? ცხადია ლემპარდის. საქმეს ნაადრევად მოვრჩებოდი, მცირე დროს ვარჯიშებისთვის დავიტოვებდი და მოვიწვევდი ფეხბურთელებს, რომლებიც მენდომებოდა. მანჩესტერ "იუნაიტედის" შემთხვევაში თქვენ უბრალოდ გულდაწყვეტილები ხართ და არ იცით რას უნდა ელოდოთ მომავალში. ყველაზე მეტად გაღიზიანებას ის ფაქტი იწვევს, რომ ყველამ იცოდა "იუნაიტედის" მიზნების შესახებ. სეზონი დაიწყო მათ კი ჯერაც არ გაუფორმებიათ მარცხენა განაპირა მცველი და მარჯვენა ვინგერი. "კრისტალ პალასთან" გავლილი მატჩი კი არსებულ ნეგატივს მხოლოდ ზრდის."

"ორი თვის წინ სულშერი, პრაქტიკულად დავაბით. მანჩესტერ "იუნაიტედი" უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ეს კლუბი მზარდი ტრაექტორიით მიდიოდა, მაგრამ ამ ორი თვის მანძილზე კლუბმა ახალი მოთამაშეები ვერ აიყვანა. ეს კი არსებულ სურათს კარდინალურად ცვლის."
- ციტირებს გამოცემა BT Sport რიო ფერდინანდის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.