ლილიარდის 34 ქულამ «პორტლენდს» გამარჯვება მოუტანა

ლილიარდის 34 ქულამ «პორტლენდს» გამარჯვება მოუტანა NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის შეხვედრაში «პორტლენდმა» «ლეიკერსი» 100:93 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ყველაზე შედეგიანი «ბლეიზერსის» გამთამაშებელი დამიან ლილიარდი გახდა, რომელმაც 34 ქულის მოგროვება მოახერხა.

«ლეიკერსი» — «პორტლენდი» — 93:100 (25:36, 31:21, 19:21, 18:22)


შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ გამარჯვებამდე გრძელდება, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ «პორტლენდი» 1-0 დაწინაურდა.

შემდეგი დაპირისპირება «პორტლენდსა» და «ლეიკერსს» შორის 21 აგვისტოს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.