ენტონი დევისი NBA-ს ისტორიაში შევიდა

შეგახსენებთ, რომ მაიამი ჰიტთან შეხვედრაში ენტონი დევისის მონაგარი 32 ქულა, 14 მოხსნა და 1 ასისტი იყო.
ლიგის ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «ლეიკერსის» ფორვარდი, ენტონი დევისი, NBA-ს ისტორიაში მეხუთე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ფინალის პირველ ორ შეხვედრაში 30 ქულაზე მეტის მოგროვება შეძლო.
წარსულში მსგავსი შედეგის დაფიქსირება: ჰალ გრირმა, რიკ ბერიმ, მაიკლ ჯორდანმა და კევინ დურანტმა მოახერხეს.
Anthony Davis joins Kevin Durant (2012), Michael Jordan (1991), Rick Barry (1967), and Hal Greer (1967) as the only players in @NBAHistory to score 30+ points in their first two career #NBAFinals games! pic.twitter.com/UQ194o3274
— NBA (@NBA) October 3, 2020
მაიამი ჰიტისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მორიგი დაპირისპირება 5 ოქტომბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.