«ატლეიკო» ლუკას ტორეირას არენდით აიყვანს

წყაროს ინფორმაციით მადრიდული კლუბი მეთოფეებს 24-წლის ურუგვაელი ცენტრალური ნახევარმცველის არენდის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაუხდის. ტორეირა ატლეტიკოში 1 წელს გაატარებს.
Cope იტყობინება, რომ ესპანური კლუბის მესვეურების იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ურუგვაელი ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნებათ, გადასახდელი თანხა კი 18 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
ლუკას ტორეირა არსენალის რიგებს 2018/19 წლების სეზონში შეუერთდა. მეთოფეებმა არსენალს ურუგვაელი ნახევარმცველის სანაცვლოდ €28.65 მილიონი ევრო გადაუხადეს. 24-წლის სპორტსმენს მოქმედი კონტრაქტი ლონდონელებთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.