BBC Sport: პიერ-ემერიკ ობამეიანგი მიკელ არტეტას შესახებ საუბრობს

”ის ქმნის ატმოსფეროს, კლუბში ყველას ისეთი განცდა აქვს, თითქოს საკუთარ სახლში იმყოფება. არტეტა საშინაო დავალების შესრულებასაც კი გვაიძულებს! ვფიქრობ, რომ არსენალში მართლაც კარგი მენტალიტეტი ყალიბდება. აქ ყველა ერთნაირი შემართებით მუშაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ეს კლუბი იმ პოზიციებზე, სადაც მისი ადგილია” - განაცხადა ობამეიანგმა გამოცემა BBC Sport– თან საუბრის დროს.
არტეტამ ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დაიკავა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ინგლისურმა კლუბმა ქვეყნის თასი (სეზონი 2019/2020) და სუპერ თასი (2020) მოიგო. მიმდინარე სეზონში "არსენალმა" 3 მატჩში 6 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა წარმოდგენილი.