ჰოლანდი: დამარცხება ძალიან მტკივნეულია

”კიდევ ერთი გოლი უნდა გამეტანა. ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა. როდესაც მანულ ნოიერთან ერთი-ერთზე გავედი, ის მზადყოფნაში დამხვდა. მეკარეების 97% ამ სიტუაციას ვერ გაუმკლავდებოდა და მე გატანას მოვახერხებდი, მაგრამ არა ეს ბიჭი!
დამარცხება ძალიან მტკივნეულია. ჩვენ მოგებაც შეგვეძლო. თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით წარმატებასთან. ეს არის განსხვავება მსოფლიოში საუკეთესო გუნდსა და ჩვენ შორის: ისინი იღებენ თამაშს ხელში და იმარჯვებენ. მიუხედავად ამისა ბრძოლის გაგრძელება გვმართებს” - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.
მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის სუპერთასი მერვედ მოიგო. დორტმუნდის ბორუსიას აქტივში კი 6 გამარჯვებაა.