სერჟინიო დესტი: არჩევანი "ბარსელონას" სასარგებლოდ გავაკეთე

"მიუნხენის "ბაიერნი" უაღრესად ძლიერი კლუბია, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს, მე საკუთარ გულს მივენდე. "ბარსელონა" - სწორი არჩევანია! რაც შეეხება თქვენს შეკითვას ვიქნები თუ არა უახლოეს მატჩებში წარმოდგენილი, ეს ძალიან სასიამოვნო იქნებოდა."
"YouTube-ზე დანი ალვეშის ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე, ეს ფეხბურთელი ჩემთვის ერთგვარი ორიენტირია, მე ამ დრომდე ვსწავლობ მისგან. მის შესახებ დამატებით ინფორმაციას, თავად "ბარსელონას" ფეხბურთელებისგან მივიღებ." - განაცხადა სერჟინიომ საკუთარ პრეზენტაციაზე.
19 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებთან 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მანამდე ის ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავდა.
👀 #BarçaSevilla pic.twitter.com/DhANgG0ob5
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 2, 2020