"მილანი" რუდიგერით ინტერესდება

"მილანი" რუდიგერით ინტერესდება ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა შესაძლებელია საკუთარი კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, ტვიტერის მეშვეობით გვამცნობს.

წყაროს ცნობით, გერმანელ ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება სურს. მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ რუდიგერი "რომას" შემადგენლობაში თამაშობდა.

ხსენებულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, პრესაში კიდევ ერთმა ინფორმაციამ გაიჟღერა. იწერებოდა, რომ რუდიგერის მომსახურებით ლონდონის "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული, თუმცა ხსენებული ნიუსი ფრენკ ლემპარდმა უარყო და ჟურნალისტების მიერ მოგონილი ჭორი უწოდა.

რუდიგერი ბრიტანულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მანამდე ეს ფეხბურთელი "რომას" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი, მოცემულ მომენტში, ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.