Goal: მოურინიო "იუნაიტედში" მუშაობის პერიოდს იხსენებს

Goal: მოურინიო "იუნაიტედში" მუშაობის პერიოდს იხსენებს 57 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო, რომელიც მოცემულ მომენტში "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გვევლინება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მანჩესტერ "იუნაიტედში" მუშაობის პერიოდს იხსენებს. შეგახსენებთ, მოურინიო "წითელ ეშმაკებს" 2016-2018 წლებში წვრთნიდა.

”გულშემატკივრებმა იციან, რომ მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში მუშაობის დროს, მე მაქსიმალური ძალისხმევა გავიღე. მოვიგე ყველაფერი ის, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა, კლუბისთვის საკუთარი სიცოცხლის დათმობით და პროფესიონალიზმის გამოვლენით. მუდამ ასე ხდება. დღემდე მყავს შესანიშნავი მეგობრები, რომლებიც კლუბში გავიცანი. ეს ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემთან იქნებიან. მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში უნდა დავივიწყო, რადგან ამ 90 წუთში ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება ენდომება - ასეთი არის ფეხბურთი."

შურისძიება? "ოლდ ტრაფორდზე" იმდენი გამარჯვება მაქვს მოპოვებული, როგორც მანჩესტერ "იუნაიტედის" მენეჯერი და როგორც ოპონენტების მწვრთნელი... შურისძიება რისთვის? იქ ცუდად არავინ მომექცა, ყველანი გულკეთილები იყვნენ ჩემთან მიმართებით”
- ციტირებს გამოცემა Goal-ი ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩში მანჩესტერ "იუნაიტედი" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.