«ლეიკერსმა» «მაიამი» მეორედ დაამარცხა

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემაა. მაიამის რიგებში თავის გამოჩენა ბატლერმა მოახერხა, რომლის მონაგარიც 25 ქულა, 8 მოხსნა და 13 ასისტია.
მაიამი ჰიტისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მორიგი დაპირისპირება 5 ოქტომბერს თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.
NBA პლეი ოფი
ფინალური ეტაპი
მეორე მატჩი
«ლეიკერსი» — «მაიამი» — 124:114 (29:23, 39:31, 25:39, 21:21)
სერიის ანგარიში: 2-0