პეპ გვარდიოლა: გარსიას კლუბის დატოვება სურს, მაგრამ...

პეპ გვარდიოლა: გარსიას კლუბის დატოვება სურს, მაგრამ... მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ 19 წლის ესპანელი მცველის, ერიკ გარსიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ფეხბურთელის შეძენით კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

”მე ვიცი, რომ ერიკ გარსიას კლუბის დატოვება სურს და რომ "ბარსელონას" მის მიმართ შესაბამისი დაინტერესება აქვს, მაგრამ მოცემულ მომენტში კლუბებს შორის შეთანხმება არ არსებობს. არ ვიცი, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები” - აღნიშნავს გვარდიოლა.

წყარო იტყობინება, რომ უახლოეს დღეებში "ბარსელონა" ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება და თუ მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობამ კვლავ უარყო კატალონიელთა შეთავაზება, მაშინ 2021 წლის ივნისში, მოთამაშე უფასოდ გადავა "ბლაუგრანას" რიგებში, ვინაიდან თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

ერიკ გარსია ბარსელონას აღზრდილი ფეხბურთელია. 2016 წელს მან მანჩესტერ "სიტის" რიგებში გადაინაცვლა. სატრანსფერო თანხა 1,7 მილიონ ევრო იყო. ამჟამად, ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ახალგაზრდა ფეხბურთელს 16 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.