მიჩელ ლანგერაკი: ეს სრული შოკი იყო, თუმცა ტირილი არავის დაუწყია

მიჩელ ლანგერაკი: ეს სრული შოკი იყო, თუმცა ტირილი არავის დაუწყია დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი კარის დარაჯი მიჩელ ლანგერაკი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იურგენ კლოპის წასვლის შესახებ გაიგო.

"ეს ძალიან დიდი შოკი იყო, რადგანაც ამას არავინ მოელოდა. მახსოვს, სახლში ვიყავი და საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდი, როდესაც ხსენებული ფაქტის შესახებ გავიგე. იმ მომენტში ეს ძალიან რთულად მისაღები სიახლე აღმოჩნდა. რთული იყო იმის გააზრება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელი, ასევე ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ემშვიდობებოდა."

"მის წინაშე ყველანი ვალში ვართ, მან ჩვენს კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ასეთია ფეხბურთი. აქ პროფესიონალები არიან წარმოდგენილნი, სწორედ ამიტომ მომხდარი ფაქტის გამო, ვარჯიშებზე ტირილი არავის დაუწყია."
- ციტირებს ლანგერაკის სიტყვებს გამოცემა Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.