Diario Sport: რამონ პლანესი "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს უარყოფს

"მანჩესტერ "იუნაიტედთან" არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. დემბელე - "ბარსელონას" ფეხბურთელია. იმედს ვიტოვებთ, მიმდინარე წელს ის საკუთარ მაქსიმუმს წარმოაჩენს. როგორც, რონალდ კუმანმა აღნიშნა ჩვენ ველოდებით, რომ მისი თამაშით სიამოვნებას მივიღებთ." - განაცხადა რამონ პლანესმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ "იუნაიტედს" ხსენებული ფეხბურთელის აყვანა არენდის წესით სურს. ზოგადად, მისი სატრანსფერო თანხა კი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებშია. დემბელე კატალონიურ კლუბში 2017 წელს გამოჩნდა. იმ პერიოდში ხსენებული გარიგება 130 მილიონი ევრო დაჯდა.