ფაბრიციო რომანო: სანჩოს «მანჩესტერ იუნაიტედში» თამაში სურს

That’s it about Sancho. Jadon himself always wanted to join Man United, agreed personal terms by July but... it’s €120m or nothing. Also Ole knows how difficult is to sign him on last days. Sancho respects BVB position. 🔴#MUFC are still in talks with Barcelona for Démbélé. https://t.co/lrlIEj68xG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 2, 2020
20 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა წითელ ეშმაკებთან პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ ამა წლის ივლისში შეათანხმა, თუმცა ტრანსფერის განხორციელება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე გაიწელა.
ჯეიდენ სანჩოს სანაცვლოდ დორტმუნდის ბორუსია 120 მილიონ ევროს ითხოვს. თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს კი ისღა დარჩენია, რომ გერმანული კლუბის გადაწყვეტილებას პატივი სცეს და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდოს.
ვებ-პორტალი transfermarkt 20-წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასს 117 მილიონ ევროდ აფასებს. სანჩოს მოქმედი კონტრაქტი დორტმუნდის ბორუსიასთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.