ოფიციალურად: ვლადიმირ ცოუფალი "ვესტ ჰემის" ღირსებას დაიცავს

ოფიციალურად: ვლადიმირ ცოუფალი "ვესტ ჰემის" ღირსებას დაიცავს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვესტ ჰემ იუნაიტედმა" ვლადიმირ ცოუფალი შეიძინა. ჩეხი განაპირა მცველი, ამ დრომდე პრაღის "სლავიას" ღირსებას იცავდა.

28 წლის ჩეხმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. ვლადიმირი საკუთარ ახალ გუნდში ხუთ-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. სატრანსფერო თანხის ოდენობა არ გახმაურებულა, თუმცა ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ აფასებს.

ცოუფალი, "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში, ჩეხეთის ნაკრების მეორე წარმომადგენელი იქნება. მასთან ერთად ითამაშებს მისი თანამემამულე ტომაშ სოუჩეკი. ეს უკანასკნელი ამპლუით ნახევარმცველია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.