დარიო სრნა: ურთულესი ჯგუფია

დარიო სრნა: ურთულესი ჯგუფია დონეცკის "შახტარის" დირექტორი დარიო სრნა, უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე, საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს. შეგახსენებთ, შახტარი ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც მას კონკურენციას შემდეგი გუნდები გაუწევენ: მადრიდის "რეალი", მილანის "ინტერი" და მიონხენგლადბახის "ბორუსია"


- შახტარი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა?

- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი, სადაც კი "შახტარს" ოდესმე უასპარეზია უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირში. გვესმის, რომ ასეთ ტურნირში მარტივი მეტოქეები არ არსებობენ. ყველა ერთსა და იმავე პირობებში არიან, უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ საკუთარი ფეხბურთი, ვიბრძოლოთ ქულებისათვის.

- "რეალი" თუ "ინტერი" - ვინ არის ჯგუფის ფავორიტი?

- მადრიდის რეალი, ინტერი, შახტარი, ბორუსია - ესენი არიან გუნდები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისა. ჩვენ უკვე ვითამაშეთ მადრიდის "რეალთან" და მილანის "ინტერთან". ჯერ არ გვიასპარეზია მიონხენგლადბახის წინააღმდეგ. ვიმეორებ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი, რომელშიც შახტარი მოხვდა. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ვიბრძოლებთ ქულების მოსაპოვებლად და იმისათვის, რომ შემდგომ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ.

- "გლადბახისგან" რას მოელით?

- ეს არის ძალიან კარგი გუნდი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხარისხიან ფეხბურთს დემონსტრირებს. საინტერესო იქნება. მნიშვნელოვანია სათანადო ანალიზის გაკეთება და წინსვლის გაგრძელება. მე შემიძლია ერთი დაპირება გავცე - "შახტარს" ასე მარტივად ქულებს ვერავინ წაართმევს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.