ფაბრიციო რომანო: «რომა» კრის სმოლინგს 16 მილიონად გამოისყიდის

30-წლის სმოლინგის გარდა იტალიელები წითელ ეშმაკების დიოგო დალოს არენდით აყვანასაც სთავაზობენ, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით «მანჩესტერ იუნაიტედის» მესვეურების ფეხბურთელის გაყიდვა სურთ.
Meeting right now between Roma and #MUFC [by intermediaries] for Chris Smalling. The agreement is really close to be completed [new bid around €16m].
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 2, 2020
Roma are also asking again for Diogo Dalot on loan, Man United want to sell him on a permanent deal. 🔴 #transfers
შეგახსენებთ, რომ კრის სმოლინგმა 2019/20 წლების სეზონი რომაში არენდის წესით გაატარა. 30-წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 37 შეხვედრა, 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
transfermarkt-ის ინფორმაციით ინგლისელი ცენტრალური მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.