ბრუნო ფერნანდეში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს

ბრუნო ფერნანდეში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის რონალდუს დიდი ქომაგია.

”ვინ მოიგებს ოქროს ბურთს წელს? ვინ გაიტანა საუკეთესო გოლები? ვინ არის საუკეთესო ამ სპორტის ისტორიაში?... მე ყოველთვის კრიშტიანუს ბანაკიდან ვიყავი, ჩემი ძმა კი მესის. პორტუგალიაში ყოველთვის არ იყო შესაძლებელი, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდების მაისური შეგეძინა და თუ ამას მაინც მოახერხებდი, მაშინ ეს აუცილებლად ძალიან ძვირი სიამოვნება იქნებოდა. ერთ დღეს ჩვენ Nike–ის მაღაზიაში წავედით, მამამ ორი მაისურის შესაძენად შეგვიშვა. ეს დიდი გადაწყვეტილება იყო, გესმით?

ჩემმა ძმამ მესის გამო "ბარსელონას" ყვითელი მაისური აირჩია. რაც შემეხება მე... ნუ, შემიძლია სიამაყით განვაცხადო, რომ იმთავითვე მაღალ დონეს შევეფერებოდი. რა თქმა უნდა, მანჩესტერ "იუნაიტედის" ფორმა ავირჩიე. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს ეს მაისური. ლურჯი ფერის იყო, ერთი თეთრი ზოლით და ცოტა მეტი წითელი ფერით. კრიშტიანუს გამო, ინგლისში ჩემი ოცნების გუნდი - მანჩესტერ იუნაიტედი გახდა"
- ციტირებს ფერნანდეშის სიტყვებს გამოცემა The Players 'Tribune.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.