ალ-ხელაიფი: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

ალ-ხელაიფი: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, "ლაიპციგთან" მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, იგი ამაყობს ფეხბურთელებით და მხოლოდ ერთი ნატვრა აქვს - მოიგოს უეფას ჩემპიონთა ლიგა.

"ეს ისტორიული მომენტია. ჩვენ პირველად მოვახერხეთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. რთულ მეტოქესთან, "პსჟ"-ეს ფეხბურთელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. მთავარი მწვრთნელით ვამაყობ. ჩვენ ფინალში ვართ - ეს ახდენილი ოცნებაა. იმედს ვიტოვებ, ეს ოცნება გაგრძელდება. არ ვიცი რა ვთქვა, ეს ჯადოსნური საღამოა."

"ჩვენთვის გულშემატკივარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა რომ არენაზე ქომაგი არ ესწრებოდა, ვიცოდით, რომ მათი გულები ჩვენთან იყო.ამ გამარჯვებას ძალიან დიდხანს ველოდით. ეს დიდებულია. ამ მატჩს გულშემატკივრებს ვუძღვნით. ჩვენი ნატვრა ეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ფეხბურთელებს ვუთხარი: -"დღეს თქვენ ბრწყინვალე მატჩი გქონდათ, მაგრამ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. ფინალში გამარჯვება გვწადია"- ამ ბიჭებით ვამაყობ."
-ციტირებს გამოცემა RMC Sport ალ-ხელაიფის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ