ნაგელსმანი: ლემარი კარგი ფეხბურთელია, თუმცა...

”ლემარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას დიდი პოტენციალი გააჩნია და ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასაც განიცდის, მაგრამ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ” - აღნიშნავს ნაგელსმანი გამოცემა GGFN-თან მიცემულ ინტერვიუში.
Bild–ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკო" 24 წლის ფრანგი ფეხბურთელის იჯარისათვის 10 მილიონ ევროს ითხოვს. გარდა მისა, გერმანულმა კლუბმა ლემარის სრული წლიური ხელფასი - 7 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
ტომას ლემარი ესპანური კლუბის რიგებში 2018 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი შემტევ ნახევარმცველს 24 მილიონ ევროდ აფასებს.