ლიონელ მესი მემფის დეპაის ტრანსფერის წინააღმდეგია

ლიონელ მესი მემფის დეპაის ტრანსფერის წინააღმდეგია ცნობილი სპორტული ვებ-პორტალის Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «კატალონიის ბარსელონას» კაპიტანი, ლიონელ მესი, კლუბში მემფის დეპაის ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ სამწვრთნელო შტაბმა მეტი სათამაშო დრო მისცეს უსმან დემბელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელიც და ესანური გრანდიც თავიდან გავრცელებულ ხმებს უარყოფდნენ საბოლოოდ მაინც შესაძლოა, რომ დემბელესა და ბარსელონას გზები გაიყოს. 23 წლის შემტევისთვის აქტიურად იბრძვის «მანჩესტერ იუნაიტედი», რომელიც ესპანელებს დემბელეს არენდით აყვანას სთავაზობს, თუმცა გამოსყიდვის შესაძლებლობით.

23-წლის დემბელესთან ხელშეკრულება 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. სპორტულ მედიაში გავრცელდა ხმები თითქოს ახალი შეთანხმება უსმანთან მიღწეული იყო, თუმცა როგორც ჩანს ხოსეპ ბართომეუს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.