არტეტა: კენჭისყრა არ გვწყალობს

"აქ ვიყავი და არსებული მოცემულობით ვტკბებოდი, თუმცა ახლა ჩვენ მანჩესტერ "სიტისთან" გველის შეხვედრა, რომელიც 22 ან 23 დეკემბერს გაიმართება. დიახ ასეა, ხსენებულ ტურნირზე ძლიერი გუნდებია წარმოდგენილი, ეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა და ვაპირებთ, რომ შეხვედრას მომზადებულები შევხვდეთ. ჯერჯერობით კენჭისყრა არ გვწყალობს. ვეცდებით, მოვემზადოთ და ხსენებულ მატჩში გამარჯვებისათვის ვიბრძოლოთ." - ციტირებს არტეტას სიტყვებს გამოცემა Football.London.
ინგლისის ლიგის თასის 1/ 8 ფინალურ სტადიაზე, "მეთოფეებმა" "ლივერპული" დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს. 1/4 ფინალის საგზური ასევე გაინაღდა "ტოტენჰემმა", "სტოკ სიტიმ", "ბრენტფორდმა" და "ნიუკასლ იუნაიტედმა".
Join @ArtdeRoche LIVE for all the build-up to Mikel Arteta's pre-match press conference for Sheffield United which takes place this morning https://t.co/CoM8DBmqAN
— football.london (@Football_LDN) October 2, 2020