მარკო როისი «დორტმუნდს» ფავორიტად არ მიიჩნევს

მარკო როისი «დორტმუნდს» ფავორიტად არ მიიჩნევს «დორტმუნდის ბორუსიას» შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო როისმა, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში გუშინ ქალაქ ჟენევაში გამართული 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ კლუბთან ერთად ჯგუფში «ზენიტი», «ლაციო» და «ბრიუგე» მოხვდნენ.

ჩვენ რომელიმე დიდ გუნდთან ერთად გვსურდა ჯგუფში მოხვედრა. მეც იმედი მქონდა, რომ გრანდი შეგვხვდებოდა. ჩვენი ჯგუფი თანაბარი გამოვიდა. არ მინდა ვისაუბრო, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, თუმცა დიდი ალბათობით, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, რის გაკეთებასაც ვეცდებით», - ამბობს მარკო როისი.

2020/21 წლების მატჩების განრიგი
1 ტური: 20 და 21 ოქტომბერი
2 ტური: 27 და 28 ოქტომბერი
3 ტური: 3 და 4 ნოემბერი
4 ტური: 24 და 25 ნოემბერი
5 ტური: 1 და 2 დეკემბერი
6 ტური: 8 და 9 დეკემბერი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.