ლუკას ერნანდესი პრესაში გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

ლუკას ერნანდესი პრესაში გავრცელებულ ჭორებს უარყოფს «მიუნხენის ბაიერნის» მცველმა ლუკას ერნანდესმა Onze Mondial-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერის დატოვებას არ აპირებს. ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი პრესაში გავრცელებულ ჭორებს უარყოფს.

არასდროს არ გამჩენია მიუნხენის ბაიერნის დატოვების სურვილი. კლუბმა ნდობა გამომიცხადა და ჩემს სანაცვლოდ უზარმაზარი თანხა გადაიხადა. ამასთან ერთად ხუთ-წლიანი კონტრაქტი გამიფორმეს, ამიტომ მსურს გამოცხადებული ნდობა მოედანზე გავამართლო», - ლუკას ერნანდესის სიტყვებს ციტირებს Onze Mondial.

24-წლის მცველმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგებით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერთან ჯგუფში ლოკომოტივი, ატლეტიკო და ზალცბურგი მოხვდნენ.

მიხარია, რომ ატლეტიკოსთან თამაშის საშუალება მომეცემა, გუნდთან რომელშიც გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. მადრიდულ კლუბთან მჭიდროდ ვარ დაკავშირებული. რთული შეხვედრები იქება. მადრიდელები თავს კარგად იცავენ და თავდასხმაშიც ძლიერები არიან, უმეტეს წილად ამას ახალწვეულების ხარჯზე აკეთებენ. სავარაუდოდ პრობლემებს შეგვიქმნიან», - განაცხადა ფრანგმა მცველმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.