ლენო: თასის მოპოვება გვწყურია

ლენო: თასის მოპოვება გვწყურია ლონდონის "არსენალის" მეკარემ ბერნდ ლენომ კომენტარი გააკეთა ინგლისის ლიგის თასის მე-4 ტურის მატჩთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს გამართულ დაპირისპირებაში ლონდონელებმა "ლივერპულთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. (0:0, 5:4)

”ეს ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენ მასში რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ. თქვენ ალბათ შეამჩნევდით ჩვენს ფილოსოფიას და ამ თამაშში გამარჯვების მიღწევის წყურვილს. ეს არის კიდევ ერთი თასის მოპოვების შანსი, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი! რა თქმა უნდა, მეკარისათვის კარგია, როდესაც თერთმეტმეტრიან დარტყმას მოიგერიებს და ბედნიერი სახეებს დაინახავს. კლუბი ყოველთვის მაძლევდა განცდას, რომ მე ნომერ პირველი ვარ. ეს ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც. ჩემი საქმეა ყოველ კვირა დავამტკიცო აღნიშნული და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დღეს ეს გავაკეთე” - ციტირებს ლენოს სიტყვებს გამოცემა Goal.

ლონდონის "არსენალი," ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში, მანჩესტერ "სიტის" შეხვდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ