ოფიციალურად: სერჟინიო დესტი "ბარსელონას" ფეხბურთელია

სატრანსფერო თანხა 21 მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსებსაც 5 მილიონი ევროს ოდენობით. კონტრაქტი გაფორმებულია 2025 წლის 30 ივნისამდე.
"სერჟინიო დესტი საკუთარ თავში უამრავ ისეთ მახასიათებელს აერთიანებს, რაც ასე აუცილებელია მცველისათვის. შეტევაში ჩართვა, ძლიერი დაცვითი მოქმედება, ბურთის დამაჯერებელი ფლობა და ნამდვილი ხელოვანთათვის დამახასიათებელი მიდგომა. ამ თვისებებს, ის "ბარსელონას" მაისურით წარმოაჩენს, რაც უშიშარი ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის, დიდი გამოწვევაა." - წერს "ბარსელონას" პრეს-სამსახური.
დესტი - ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილი ფეხბურთელია. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2019 წელს შედგა. გასულ სეზონში უკანახაზელმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 6 შედეგიანი გადაცემა. გარდა ამისა, დესტი ამერიკის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.
REMINDER! @sergino_dest's presentation, Friday from 12:30pm CEST!
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 1, 2020
Only on Barça TV+
▶️ https://t.co/v28AM27Zzq pic.twitter.com/TNi4vOASK5