სტივ მაკლარენი ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

სტივ მაკლარენი ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა კომენტარი გააკეთა, მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე.

”როდესაც თქვენ დაცვის მაღალი ხაზით თამაშობთ, თქვენი ცენტრალური მცველები ერთი-ერთზე თამაშის დროს უნდა დომინირებდნენ, ისინი სისწრაფით გამორჩეულები უნდა იყვნენ. მაგუაიერს და ლინდელოფს სიჩქარე არ აქვთ. ისინი კარგად თამაშობენ წინ, მაგრამ მათ დაზღვევა ესაჭიროებათ. მანჩესტერ "იუნაიტედი" გოლებს იტანს და მეტოქე გუნდის კარებს გამუდმებით ემუქრება. მათი შემტევი სამეული წარმოუდგენელია, გაძლიერდა ნახევარდაცვის ხაზიც ბრუნო ფერნანდესისა და დონი ვან დე ბეკის დამატებით. იქ მათ აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ."

სანჩოს ტრანსფერი არის ფუფუნება, რომლის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. თქვენ ამბობთ, რომ უნდა დაამატოთ 10 ან 20 მილიონი ფუნტი, უკვე შეთავაზებულ 100 მილიონს, რათა შეძლოთ და ის გაიფორმოთ. წადით და აიყვანეთ ბიჭი, თქვენ ხომ მანჩესტერ "იუნაიტედი" ხართ. აჩვენეთ თქვენი გავლენა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ეს ფული ღირსეულ მცველებზე დაიხარჯოს”
- განაცხადა მაკლარენმა talkSPORT-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.