კუმანი: "ბარსელონა" იმაზე უკეთესია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ

კუმანი: "ბარსელონა" იმაზე უკეთესია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე მატჩის ეგიდით "სელტასთან" გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. "ბარსელონამ" შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშთ 3-0 მოიგო.

”ჩვენ დიდი სამუშაო შევასრულეთ, მე ვამაყობ საკუთარი გუნდით. ვიმოქმედეთ ძალიან დისციპლინირებულად, ვთამაშობდით უმცირესობაში და ვქმნიდით კარგ შანსებს. ამის გამო ბედნიერი ვარ. შესვენების დროს მნიშვნელოვანია გუნდთან სათამაშო სისტემის შესახებ საუბარი. ვიმოქმედეთ ძალიან კომპაქტურად. შედეგი სამართლიანია. გასულ წელს მომხდარზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ. პირველივე დღიდან ვხედავ, რომ მოთამაშეებს გამარჯვების სურვილი აქვთ."

ისინი ვარჯიშობენ მაღალი ინტენსივობით და ეს შესაბამისადაც ისახება მატჩებში. დღეს აჩვენეს, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულები, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეხვედრა არც თუ ისე კარგ მოედანზე შედგა. როგორც ნებისმიერი მწვრთნელი, მეც მჭირდება დრო, მაგრამ ეს გუნდი ბევრად უკეთესია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ჩვენ ექვსი ქულა მოვიპოვეთ, შვიდი გოლი გავიტანეთ და არ გავუშვით არც ერთი. ეს გვიჩვენებს, რომ ვპროგრესირებთ”
- განაცხადა კუმანმა მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.