პაველ ნედვედი «იუვენტუსისა» და «ბარსელონას» დაპირისპირებაზე საუბრობს

პაველ ნედვედი «იუვენტუსისა» და «ბარსელონას» დაპირისპირებაზე საუბრობს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართა შვეიცარიის ქალაქში ჟენევაში, ტურინის იუვენტუსი და კატალონიის ბარსელონა ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

შესაბამისად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მომავალ სეზონში საფეხბურთო გულშემატკივარს კვლავ ექნება შესაძლებლობა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება იხილოს.

გრანდიოზული სანახაობა გველის ბარსელონასთან. ჩემი აზრით მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ კვლავ ერთმანეთთან დაპირისპირების შანსს მიიღებენ. ამ ფეხბურთელებთან ერთად ვიხილავთ პიანიჩისა და არტურის დაპრისპირებასაც», - პაველ ნედვედის სიტყვებს ციტირებს ტურინული კლუბის პრესს-სამსახური.

2020/21 წლების მატჩების განრიგი
1 ტური: 20 და 21 ოქტომბერი
2 ტური: 27 და 28 ოქტომბერი
3 ტური: 3 და 4 ნოემბერი
4 ტური: 24 და 25 ნოემბერი
5 ტური: 1 და 2 დეკემბერი
6 ტური: 8 და 9 დეკემბერი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.