ვალდანო: "რეალი" ტურნირის ფავორიტებს შორის არ არის

ვალდანო: "რეალი" ტურნირის ფავორიტებს შორის არ არის მადრიდის "რეალის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშების კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

"მადრიდის "რეალი" ტურნირის ფავორიტებს შორის არ არის. კლუბი გარდამავალ ფაზაშია, ამიტომ ძალიან რთული იქნება. ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია ყველაფერმა იდეალურად იმუშაოს. წარმატება დიდ შრომას მოითხოვს. აშკარაა, რომ მანჩესტერ "სიტის" სუსტი ჯგუფი ხვდა წილად, მაგრამ არავის აქვს ღვთისგან მინიჭებული, წინასწარი გარანტირებული მოგება” - განაცხადა ვალდანომ ტელეკომპანია Movistar TV- სთან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალი" B ჯგუფშია წარმოდგენილი. მისი კონკურენტები არიან - დონეცკის "შახტარი", მილანის "ინტერი" და მიონხენგლადბახის "ბორუსია".

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.