ჰანსი ფლიკი: საინტერესო ჯგუფია

ჰანსი ფლიკი: საინტერესო ჯგუფია მიუნხენის "ბაიერნის" წარმომადგენლებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. შეგახსენებთ, ლიგის მოქმედი გამარჯვებული A ჯგუფში ითამაშებს, მეტოქეებად კი მადრიდის "ატლეტიკო", "ზალცბურგი" და მოსკოვის "ლოკომოტივი" ეყოლება.

ჰანსი ფლიკი: ”საინტერესო ჯგუფია. ჩემპიონთა ლიგაში ადვილი კენჭისყრა არ არსებობს. ტურნირის სახელწოდებაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს : ჩემპიონები ერთმანეთს ეპაექრებიან. ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თითოეულ მატჩში არსებულ გამოწვევას - "ატლეტიკოს" და რა თქმა უნდა, ზალცბურგის წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრას, რომელიც საათნახევრით არის დაშორებული ჩვენგან (იგულისხმება ავტობუსით გასავლელი გზა)”

მანუელ ნოიერი: ”ჩვენ ვიქნებით ძალიან ძლიერი ჯგუფში წარმოდგენილნი, მაგრამ ასევე გვყავს ძლიერი გუნდიც. როგორც ნებისმიერ სხვა წელს, ახლაც მოქმედი გამარჯვებული ჯგუფის ფავორიტია. სულმოუთმენლად ველით მატჩებს."

რობერტ ლევანდოვსკი: ”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტიტული გვაქვს მოპოვებული - უფრო მეტი გვინდა ”.

თომას მიულერი: ”საინტერესო ჯგუფია. მე არასდროს მითამაშია ორ გუნდთან - ზალცბურგთან და ლოკომოტივთან. როგორც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ჯგუფურ ეტაპზე უკვე ცუგცვანგის პოზიციაზე იმყოფები. მიუხედავად ამისა ჩვენ დიდი იმედებით ველით ყველა კონკურენტს. ”

ლუკას ჰერნანდესი: ”ძალიან მოხარული ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ჩემს ყოფილ კლუბს - მადრიდის ატლეტიკოს შევხვდები. ეს ის კლუბია, სადაც მე როგორც ფეხბურთელი გავიზარდე, კლუბმა ძალიან ბევრი რამ მომცა და რომელთანაც დღემდე მაქვს კავშირი. მათ წინააღმდეგ მატჩები ძალიან რთული იქნება, რადგან ისინი ძალზედ ხისტები არიან დაცვაში მოქმედების დროს. ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე კი მათ ძლიერი შეტევაც გააჩნიათ. შეიძლება პრობლემები შეგვიქმნან, ამიტომ მათ დასამარცხებლად 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ.”

ჰანსი ფლიკი: საინტერესო ჯგუფია
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.