გულშემატკივარი სტადიონს უბრუნდება

გულშემატკივარი სტადიონს უბრუნდება UEFA-მ გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება დააანონსა. ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სტადიონზე არსებული ადგილების 30% დაკავება შეეძლება მაყურებელს.

მიუხედავად უეფას გადაწყვეტილებისა აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა მიიღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ უეფას ეგიდით გასამართ შეხვედრებს, რომელიც ძალაში შემდეგი კვირიდან შევა. აღსანიშნავია, რომ შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრები სტადიონზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

სტადიონზე გულშემატკივრები ვერ შეძლებენ დასწრებას იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებითაც ეს აკრძალულია. 30%-იანი ლიმიტი მხოლოდ იმ ქვეყნებს ეხებათ, სადაც მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტი 30%-ზე დაბალი არ არის. თუ ლიმიტი დაბალია, მაშინ ადგილობრივ დონეზე მიღებული ლიმიტი იქნება აქტუალური.

ყველა გულშემატკივარი ვალდებული იქნება დაიცვას სოციალური დისტანცია. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მიღებული იყოს დამატებითი ზომებიც, მაგალითად: ნიღბების ტარების აუცილებლობა, რომელიც პირსა და ცხვირს ფარავს.

მატჩების ორგანიზატორები ვალდებულები იქნებიან დაიცვან მინიმალური მოთხოვნები. უსაფრთხოების კონკრეტული წესები მიღებული უნდა იყოს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლებიც ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების მიხედვით იქნება დაწესებული.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.