ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართა შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქში ჟენევაში. ტურინის იუვენტუსი და კატალონიის ბარსელონა ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

შესაბამისად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მომავალ სეზონში საფეხბურთო გულშემატკივარს კვლავ ექნება შესაძლებლობა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება იხილოს.

2019/20 წლების ტიტულის მფლობელი მიუნხენის ბაიერნი A ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ზალცბურგთან და მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად იასპარეზებს, ხოლო რაც შეეხება ევროპის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ზინედინ ზიდანის შეგირდებს დონეცკის შახტარი, მილანის ინტერი და მიონხენგლადბახის ბორუსია ხვდათ წილად.

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია

2020/21 წლების მატჩების განრიგი
1 ტური: 20 და 21 ოქტომბერი
2 ტური: 27 და 28 ოქტომბერი
3 ტური: 3 და 4 ნოემბერი
4 ტური: 24 და 25 ნოემბერი
5 ტური: 1 და 2 დეკემბერი
6 ტური: 8 და 9 დეკემბერი
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.