ევრა: ყოფილა შემთხვევები ფეკალიებით სავსე ყუთები მიგვიღია

"შენ ძალიან კარგად იცი რა ხდება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. რა რაოდენობის რასისტული შინაარსის წერილებს ვიღებდით. - "დიდიე, შეკრიბე შენი მაიმუნები და გა.... აფრიკაში. თავიდან მოგვწყდი შენი მაიმუნებით და გორილებით" -
რამდენია ასეთი წერილი? მათ საგულდაგულოდ მალავენ, თუმცა რამდენიმე მათგანი საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი. ხანდახან ყოფილა შემთხვევები, ფეკალიებით სავსე ყუთები მიგვიღია." - ციტირებს RMC Sport პატრის ევრას სიტყვებს.
ევრა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2004-2016 წლებში ასპარეზობდა. "მამლების" რიგებში სულ 81 მატჩი გამართა. 2018 წელს მან პროფესიული კარიერა დაასრულა.