რუი კოშტა: რონალდუს შესახებ 300 წლის შემდეგაც ისაუბრებენ

რუი კოშტა: რონალდუს შესახებ 300 წლის შემდეგაც ისაუბრებენ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რუი კოშტამ, ტურინის "იუვენტუსის" შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს მიღწევებზე ისაუბრა.

”ძალიან გამიკვირდება, როდესაც კრიშტიანუ საოცარი გოლების გატანას შეწყვეტს. რონალდუს შესახებ 300 წლის შემდეგაც ისაუბრებენ. ის უნიკალურია. ინარჩუნებს უმაღლეს დონეს ყველა იმ კლუბში სადაც კი უთამაშია, ასევე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც. ახლა ის 35 წლისაა, მან ყველგან ყველაფერი მოიგო. რომასთან ჩატარებულ შეხვედრაში რონალდუს ყველგან ნახავდით, მოედნის ყველა ზონაში. არ კარგავდა ბურთს და სურდა გოლების გატანა. როდესაც რაღაც სახიფათო მომენტი იქმნება, კრიშტიანუ უკვე იქ არის."

"მე მას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის სურს ჩემპიონის ტიტულს, საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც დაამატოს. იტალიაში მან ჯერ ვერ მიაღწია ამ მხრივ წარმატებას. მჯერა, რომ რონალდუ 40 წლამდე შეძლებს თამაშს, ამაში ეჭვი არ მეპარება”
- აღნიშნავს რუი კოშტა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.