ადამსი მიკელ არტეტას არჩევანს უწუნებს

ადამსი მიკელ არტეტას არჩევანს უწუნებს ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტონი ადამსმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "მეთოფეების" რიგებში, კარის დარაჯის პრობლემაზე ისაუბრა.

”სათასო მოგზაურობის დროს ემილიანო მარტინესი წარმოუდგენელი იყო. მან საოცრად ითამაშა. ჩემი აზრით ლენოს პრობლემები ეგრედ წოდებულ "კროსებს" უკავშირდება. არტეტამ განაცხადა: "არა, ლენო ჩემთვის ნომერ პირველია, მე მომწონს ის" - და შესაბამისად მას ნდობა გამოუცხადა. პირადა მე ამ მეკარეს ტოპ-4 დონის შესაფერისად არ მივიჩნევ."

"მარტინესის დროს ყველაფერი ისე წარმიმართა და "არსენალიც" თავის ადგილს ისე დაუბრუნდა, თითქოს ეს ვარსკვლავებმა იწინასწარმეტყველეს. მეკარე 10 წლის განმავლობაში კლუბში იყო, მაგრამ 10 მატჩიც კი არ ჩაუტარებია - მას ყველა განუდგა. ჩემთვის ის ნომერ პირველია. გუნდს არტეტა ხელმძღვანელობს, მან კი სხვა მეკარე აირჩია”
, - განაცხადა ადამსმა Astro SuperSport- ის ეთერში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ