როდრიგო დე პაული ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

როდრიგო დე პაული ლიონელ მესის შესახებ საუბრობს არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "უდინეზეს" ნახევარმცველი როდრიგო დე პაული, კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

- მესიმ თქვენი მისამართით ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. როგორი შეგრძნებაა ეს?

- ნათელია, მას მუდამ ისე უყურებ, როგორც სამაგალითო ფეხბურთელს, თუმცა როდესაც გასახდელში ერთად ხართ, ის იმდენად მარტივია ურთიერთობაში, ნაცვლად იმისა, რომ შენი აზრები გააზიარო, იწყებ ისეთ თემებზე საუბარს როგორიცაა ბავშვები, ან იხსენებ იმ პერიოდს, როდესაც მან გაგანადგურა "ვალენსია" - "ბარსელონას" დაპირისპირებაში (იცინის). როდესაც მესი შენი კაპიტანი ხდება, შენ მას ნამდვილ ბრძოლაშიც კი გაჰყვები საომრად", - ციტირებს დე პაულის სიტყვებს "ფიფას" ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო "ვალენსიას" შემადგენლობაში 2014-2016 წლებში ასპარეზობდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.