რალფ შუმახერი: «დარწმუნებული ვარ მიკი ფორმულა 1-ში მოხვდება»

რალფ შუმახერი: «დარწმუნებული ვარ მიკი ფორმულა 1-ში მოხვდება» უილიამსის ყოფილი პილოტი, რალფ შუმახერი, დარწმუნებულია, რომ მისი ძმისშვილი, მიკ შუმახერი, 2021 წლის სეზონიდან «ფორმულა 1»-ში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა GrandPX ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში მიკმა დიდი პროგრესი განიცადა, იმედისმომცემად გამოიყურება. წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ მომავალ წელს ის ფორმულა 1-ში ვერ მოხვდება. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა სერიებში მონაწილეობით მიკმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ნათელია, რომ მას ფორმულა 1-ში მოსახვედრად დიდი პოტენციალი აქვს», - რალფ შუმახერის სიტყვებს ციტირებს GrandPX.

შეგახსენებთ «ფერარის» ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ, უკვე განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის მიკ შუმახერისთვის «ფორმულა 1»-ში ადგილს ამზადებს. გაცნობებთ, რომ 21 წლის მიკი შვიდი გზის მსოფლიო ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.