მანუელ ბაუმი -"შალკე 04"-ის ახალი მთავარი მწვრთნელი

41 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი, გერმანიის ეროვნული ნაკრების U18 გუნდი იყო. "შალკესთან" გაფორმებული კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
"მანუელ ბაუმის მოსვლა იმის მანიშნებელია, რომ "შალკემ" გამორჩეული სპეციალისტი აიყვანა. თუ თქვენ გადახედავთ იმ გუნდებს, სადაც ის მუშაობდა აღმოაჩენთ, რომ მის კოლექტივს მუდამ ახასიათებდა მკაფიო სტრუქტურა და მოედანზე კარგი ორგანიზება. ახლანდელი ჩვენი მდგომარეობისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მანუელი როგორც ადამიანი და როგორც მთავარი მწვრთნელი "შალკეს" მიესადაგება. გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც მყისიერად მოაგვარა ყველა საჭირო დეტალი." - ვკითხულობთ პრეს-სამსახურის განცხადებაში.
Time for the first session with the new coach ⚒️#S04 pic.twitter.com/j9KjUa0GcC
— FC Schalke 04 (@s04_en) September 30, 2020