ანხელ დი მარია : ძალიან ბედნიერები ვართ

ანხელ დი მარია : ძალიან ბედნიერები ვართ საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგთან" მოპოვებული გამარჯვების შესახებ, პირველ კომენტარს აკეთებს "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია. შეგახსენებთ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში "პსჟ"-ემ გერმანულ კლუბს დიდი ანგარიშით 3-0 სძლია.

"ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ისტორიის დაწერა გვსურდა, რაც შევძელით კიდეც. ჩვენ მოვახერხეთ და "პსჟ" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიყვანეთ. ეს განსაკუთრებული მოვლენაა. თუ სვლას ამ შემართებით განვაგრძობთ, მაშინ ტიტულის მოპოვებასაც შევძლებთ."

"ლაიპციგი" საკუთარი თამაშით დავასუსტეთ. შეხვედრის საწყის პერიოდში ყველაფერი თანაბრად იყო. შანსები 50/50-ზე. ჩვენ ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდით და ვიცოდით, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო. უკვე ამ საღამოსაც კი ძალიან რთული იქნება დაძინება, მთელ ღამეს ფინალზე ფიქრში გავატარებ. აუცილებელია ამ მატჩს სათანადო მზადყოფნაში შევხვდეთ. საფრანგეთმა და გერმანიამ საკუთარი მაღალი დონე აჩვენა. ფინალში "ლიონი" გავა თუ მიუნხენის "ბაიერნი", არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მაქსიმუმი უნდა დავდოთ. კარგ ფორმაში ვართ და მაქვს განცდა, რომ წინ სანახაობრივი ფინალი გველის. სანუკვარ მატჩამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს."
-ციტირებს RMC Sport-ი ანხელ დი მარიას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.