მოურინიო: ალი უაღრესად დიდი პროფესიონალია

"მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ის უაღრესად დიდი პროფესიონალია. ალი გულმოდგინედ მუშაობს. სავსებით გასაგები იქნებოდა, დღევანდელ ვარჯიშზე (სამშაბათი) მას მოტივაციის ნაკლებობა, რომ ჰქონოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო. ამას ძალიან ვაფასებ. ამგვარად იქცევიან სხვა ფეხბურთელებიც. ასე რომ შესაძლებელია მან ითამაშოს." - აცხადებდა ჟოზე მოურინიიო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დელე ალი, "ტოტენჰემის" რიგებში საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის. ფეხბურთელს საასპარეზოდ სათანადო დრო არ ეთმობა. ასევე, ცნობილია რომ მისი მომსახურებით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.