სულშერი: ტრანსფერები? სიახლეები არ მაქვს...

სულშერი: ტრანსფერები? სიახლეები არ მაქვს... მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ინგლისის თასის ეგიდით, "ბრაიტონთან" გამართულ მატჩს გამოეხმაურა. შეხვედრა "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

"ხუან მატამ შესანიშნავად იასპარეზა. მან თამაში საკუთარ ხელში აიღო და გუნდი დაამშვიდა. ის დიდებულად იყო განწყობილი და პირველი გატანილი გოლი, პრაქტიკულად მისი ორგანიზებით მოხდა. მიუხეადავად ამისა, მე მისი თამაში არ გამკვირვებია. მატჩის პირველი 25 წუთი დასჭირდა იმას, რომ საკუთარი თამაში მოგვეძებნა. ასევე დავეუფლეთ ბურთსაც. კარგად ვმუშაობდით სტანდარტებზეც. აღსანიშნავია, ისიც რომ საკუთარი კარები მშრალად შევინახეთ."

"რა შეეხება პოგბას ცვლილებას, ჩვენი სურვილი იყო მას 25-30 წუთი ჰქონოდა. მან მოახერხა და თამაშში შევიდა. პოლიც და მარკუსიც (რეშფორდი) რამდენიმე ეპიზოდში კარგ პოზიციაში იმყოფებოდნენ. ტრანსფერები? სიახლეები არ მაქვს. ვაგრძელებთ მუშაობას არსებული შემადგენლობით. ჩვენ საკმაოდ დიდი შემადგენლობა გვყავს. შაბათს ჩატარებული მატჩიდან მოყოლებული 10 ცვლილება განვახორციელეთ. ტრანსფერებთან დაკავშირებით, თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გეტყვით."

"სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვერაფერს ვისაუბრებ. ასევე არ მეხება უცხო კლუბების საქმეებიც. ვიცი, რომ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად მუშაობს, იმისათვის რომ შემადგენლობა ძლიერი გვყავდეს. სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ."
- ციტირებს სულშერის სიტყვებს გამოცემა BBC

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ