დასტინ პორიემ მაკგრეგორთან ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოაწერა

დასტინ პორიემ მაკგრეგორთან ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოაწერა UFC-ს მსუბუქი წონის დივიზიონის მეორე ნომერმა, დასტინ პორიემ, კონორ მაკგრეგორთან გასამართი ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოაწერა. აღნიშნული ხელშეკრულება ამერიკელმა მებრძოლმა სამშაბათს უდიდესი mma პრომოუშენისგან მიიღო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მებრძოლებს კონტრაქტები დაეგზავნათ სპორტულმა მიმომხილველმა ბრეტ ოკამოტომ გაავრცელა.

«წყარო იტყობინება, რომ როგორც დანა უაითმა Barstool Sports-თან ინტერვიუში თქვა, კონორ მაკგრეგორმა UFC-სგან დასტინ პორიესთან ბრძოლის შესახებ ოფიციალური შეთავაზება მიიღო. მე მითხრეს, რომ კონტრაქტები მებრძოლებს სამშაბათს გაეგზავნათ. ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ბრძოლის ორგანიზება მოხდა, თუმცა ბრძოლაზე ხელშეკრულებები გაგზავნილია», - განაცხადა ჟურნალისტმა.

დასტინ პორიემ სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა პოსტი და დაადასტურა, რომ კონორ მაკგრეგორთან გასამართი ბრძოლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. «მე დავთანხმდი», - წერს ამერიკელი მებრძოლი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიეს საქველმოქმედო ბრძოლის გამართვა შესთავაზა, რომელში მონაწილეობასაც UFC არ მიიღებდა, ხოლო დანა უაითმა ყველას დაანახა, რომ აღნიშნული ბრძოლა მხოლოდ UFC-ის ეგიდით შეიძლება გაიმართოს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.