ზიდანი იოვიჩის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს

ზიდანი იოვიჩის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ვალიადოლიდთან" განვლილი მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებმა შეხვედრა ანგარიშით 1-0 მოიგეს.

"მატჩის შემდგომ სასიამოვნო განცდა დამრჩა. საღამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ყველაზე მთავარი ახლა შედეგია. ვეცდებით, კიდევ უფრო მოვუმატოთ. ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოები ვართ. აღსანიშნავია, საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვის პრობლემა. ჩვენ არ გვქონია შესაბამისი დრო, ექსპერიმენტები გვეტარებინა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში. თუმცა ვიცით რა შეუძლია გუნდის თითოეულ ფეხბურთელს და ყოველ სათამაშო სქემას რა პლიუსები აქვს. ვაპირებთ, შემადგენლობაში ცვლილებებს რეგულარულად მივმართოთ, რათა მოედანზე ყველაფერი იდეალურად იყოს."

"აზარს კუნთების პრობლემა აღენიშნება, თუმცა არაფერი სერიოზული. ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის შეძლებს ის დაბრუნებას. აზარი გულდაწყვეტილია, რადგან აქამადე თავს ჯანმრთელად გრძნობდა. ვინიციუსის გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ასევე მის მიერ შესრულებული სამუშაოს გამოც."

"რაც შეეხება იოვიჩის მომავალს, არაფრის მტკიცება არ შემიძლია. ჯერჯერობით სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. მოცემულ მომენტში ის მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია. გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, თუმცა იმის განხილვას არ ვაპირებ რა შეიძლება მოხდეს მომვალში. ყველაფერს შეიძლება ველოდოთ. დღეს მან ითამაშა."
- ციტირებს ზიდანის სიტყვებს გამოცემა Marca.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.