«ბაიერნი» ჰადსონ-ოდოის შეძენას 2019 წლიდან ცდილობს

«ბაიერნი» ჰადსონ-ოდოის შეძენას 2019 წლიდან ცდილობს «მიუნხენის ბაიერნი» «ლონდონის ჩელსის» 19 წლის ახალგაზრდა შემტევი გარემარბის ყიდვას დიდი ხანია ცდილობს. უფრო კონკრეტულად კი რეკორდმაისტერის მესვეურები ფეხბურთელს 2019 წლის იანვრიდან აკვირდებიან.

Sky Sport Deutschland-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინგლისელ ვინგერს კვლავინდებურად სურს მიუნხენურ გრანდში გადაბარგება. წყარო იტყობინება, რომ 19 წლის ფეხბურთელი რეკორდმაისტერის მხრიდან ნდობას გრძნობს.

Sky Sport Deutschland-ის წერს, რომ ჰადსონ-ოდოის გერმანულ გრანდში ტრანსფერი, შესაძლოა, «ლონდონის ჩელსის» მესვეურების პოზიციამ ჩაშალოს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ოდოიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, არისტოკრატები 19 წლის შემტევის გუნდიდან გაშვების წინააღმდეგი არიან.

მიუნხენელები დიდი ხანია ჰადსონ-ოდოის აკვირდებიან, თუმცა აქილევსის მყესის ტრავმის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელმა 2019 წლის აგვისტოში მიიღო, ბავარიელებმა სატრანსფერო წინადადების გაგზავნისგან თავი შეიკავეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.